მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დღეს ტურიზმში ყველაზე დიდი პრობლემა კადრების სიმცირეა“ - World Sightseeing Tbilisi

60ca516fa6015
მარიამ ადამია
16.06.21 23:27
820
“დღეს ტურიზმში ყველაზე დიდი პრობლემა კადრების სიმცირეა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი, ახალგაზრდა და მოტივირებული კადრი დავკარგეთ პანდემიის დროს, რომელთა უდიდესი წილი ონლაინ კაზინოებსა და ქოლცენტრებში წავიდა”, - ამ საკითხზე გადაცემა “საქმიან დილაში”, World Sightseeing Tbilisi-ის დამფუძნებელმა, გერმანე ჭელიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წასული თანამშრომლების უკან დაბრუნება უკვე რთულია, რადგან გარემო ტურიზმის სექტორში ისევ არაპროგნოზირებადია და დამსაქმებლები, სტაბილურობას ვერ ჰპირდებიან.

„ხვალ რომ ისევ დავიკეტოთ, რა ვქნათ? თანამშრომლებს ვერ ვპირდები ვერაფერს, რადგან არ ვიცი ხვალ-ზეგ რა მოხდება. მოლოდინი პოზიტიური კი გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანაში გაურკვევლობაა და ეს გვიშლის ხელს ოპერირებაში. ამიტომ ვსაუბრობთ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამოქმედო გეგმის არსებობას და სწორ, დროულ კომუნიკაციას კერძო და საჯარო სექტორს შორის, რომ ჩვენც დავგეგმოთ ბიზნესი, სამოქმედო გზები დავსახოთ და გარკვეული პასუხისმგებლობები ავიღოთ თანამშრომლების წინაშე, მოტივაცია მივცეთ მათ", - აღნიშნა გერმანე ჭელიძემ.

World Sightseeing Tbilisi-ის დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა განახლებულ პაკეტებსა და საფასო პოლიტიკაზე, რომელიც კომპანიაში სამ ჯუფად დაიყო, ესენია ეკონომბილეთი, სტანდარტული და სტანდარტ-პლიუსი.

„ეს სიახლე გულისხმობს, რომ თუკი აქამდე მომხმარებელი იხდიდა 50 ლარს და ვაძლევდით ბილეთს, ახლა დავყავით და სეგმენტაცია გავაკეთეთ. ანუ ვისაც ერთი წრის დარტყმა სურს ქალაქის ღირებულება იზრდება, ხოლო უკვე სტანდარტ-პლიუსი გულისხმობს ულიმიტო ინტერნეტს, წყალს და კიდევ ბევრ ბენეფიტს, რაც მთავარია ყველაფერი არის უსაფრთხო და დაცულია მაქსიმალურად კოვიდ-წესები“ , - აღნიშნა World Sightseeing Tbilisi-ის დამფუძნებელმა.