მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2019 წლის მაჩვენებელს 30%-ით ჩამოვრჩებით" - "ტურები და ბილეთები"

ჭელიძე

ტურისტული კომპანია "ტურებისა და ბილეთების" დამფუძნებელი გერმანე ჭელიძე BMG-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 2023 წლის ზაფხულმა მათი მოლოდინები ვერ გაამართლა. ამ ეტაპზე კომპანია 2018 წლის ბრუნვას უტოლდება, 2022 წელთან შედარებით 15%-იანი ზრდა აქვთ, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 30%-ით ჩამორჩებიან. 

ტურისტული ნაკადების სიმცირის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ის რუსეთ-უკრაინის ომს ასახელებს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურა და მომსახურების სერვისიც დასახვეწია. 

"რუსეთ-უკრაინის ომის გარდა კიდევ ბევრი ფაქტორია, რაც ტურისტული ნაკადების შემცირება განაპირობებს, მათ შორისაა ის ერთფეროვნება, რაც ქართულ მომსახურების სფეროშია. ტურისტს სულ განვითარება და სიახლეები სჭირდება, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ახალი ლოკაციები, გასართობი ღონისძიებები და სივრცეები შევქმნათ, ასევე, დასახვეწია კვების ინდუსტრიაც, აქაც მრავალფეროვნებაა საჭირო, რადგან ქართულ ტრადიციულ კერძებს ყველა არ ჭამს, რაც მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა, ეს გამოწვევა განსაკუთრებით აქტიურად რეგიონებში გვხვდება. ამ მიზეზებიდან გამომდინარე მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტები ამჯობინებენ, რომ მოგზაურობა სხვა ქვეყანაში დაგეგმონ", - ამბობს გერმანე ჭელიძე. 

მისივე ცნობით, გასულ ზაფხულს საქართველოს ძირითადად უზბეკეთის, დუბაისა და საუდის არაბეთის მოქალაქეები სტუმრობდნენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები