დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ლარის დღევანდელი კურსი ბიზნესისთვის კრიტიკულია და ამ პირობებში შეუძლებელია როგორც დისტრიბუტორებმა, ისე მწარმოებელმა კომპანიებმა ფასები პროდუქციაზე უცვლელად შეინარჩუნონ. ივა ჭყონიას თქმით, ლარი უკვე გასცდა იმ ნიშნულს, რაზეც სადისტრიბუციო ბიზნესს ჰქონდა გათვლა გაკეთებული. ის მიმდინარე პროცესებში ქვეყნის ეკონომიკური გუნდის და ცენტრალური ბანკის დროული ჩარევის საჭიროებას ხედავს და აცხადებს, რომ ამ პირობებში მათ არამარტო ფასების შენარჩუნება, არამედ ვალდებულებების გასტუმრებაც გაუჭირდებათ.
„სხვა ჩარევა არის უკვე საჭირო მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან, გარკვეული გეგმა თუ არ დაიდო, თუ შემოთავაზებული არ იქნა მათი მხრიდან, არის უმძიმესი ვითარება იმპორტიორ კომპანიებში განსაკუთრებით. იმიტომ, რომ მაქსიმალური კურსი, რაც გაანგარიშებული ჰქონდათ იმპორტიორ კომპანიებს, ეს არის დოლართან მიმართებაში 3, ევროსთან მიმართებაში 3,3. ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნათ იმიტომ, რომ მილიონობით ვალდებულებები აქვთ გასასტუმრებელი. შეუძლებელია ამ კურსის პირობებში ამ ვალდებულებების გასტუმრება.
მნიშვნელოვანია დროული ჩარევა მოხდეს ეროვნული ბანკის მხრიდან, ზედამხედველობა და კონტროლი გაეწიოს ბანკებს, რომ მიზანმიმართულად მოხდეს ლარის დაკონვერტირება ინვოისების მიხედვით. მაგალითად, ერთ-ერთი გამოსავალი ესეც არის. თუ მთავრობამ გეგმა არ წარმოადგინა, ფასების ზრდა ამ ვითარებაში გარდაუვალია, მაგრამ აქ არის მეორეც, რომ გაზრდილი ფასები რამდენად მისაღებია მოსახლეობისთვის. გაცილებით მძიმედ დააწვება ბიზნესს ისიც, რომ მოსახლეობა წავა იქითკენ, რომ იყიდოს პირველადი მოხმარების ის პროდუქტი, რომელიც დასუბსიდირებულია სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო მეორე, მესამე კატეგორიის პროდუქტი საერთოდ ჩაწვეს. სასწრაფოდ გეგმაა გასაწერი, რათაბიზნესმა იცოდეს ოპერირება რა კუთით გააგრძელოს“, - აცხადებს ივა ჭყონია.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, ფასები გადაიხედება და აიწევს, რადგან დღევანდელი კურსის პირობებში იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანიები ოპერირებას ვეღარ გააგრძელებენ.
„რაღაც დრო დასჭირდებათ, რომ მომხმარებლებს დახლებზე დახვდეთ გაძვირებული ფასები“, - აცხადებს ჭყონია.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.4494 ლარს შეადგენს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 21 თეთრით მეტია. ევროსთან მიმართებით კი, ცვლილება 28 თეთრს შეადგენს, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულება 3.7436 ლარი გახდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?