მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღიურად აცრილთა რიცხვი 14 000-ია, რაც სამიზნე მაჩვენებელზე თითქმის 2-ჯერ ნაკლებია - გაბუნია

610114f5cc314
ინგა მურუსიძე
28.07.21 12:31
891
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 14 000-ია, რაც სამიზნე მაჩვენებელზე თითქმის 2-ჯერ ნაკლებია. როგორც გაბუნიამ განმარტა, დღიური სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად დღეში 25 000 - 30 000 ადამიანი უნდა აიცრას.

„გუშინ აცრილთა რაოდენობამ 14 000-ს გადააჭარბა ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეში საშუალოდ ვაქცინირებულთა რაოდენობა 14 000-ია. ჩვენი სამიზნე არის თითქმის 2-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ეს მაჩვენებელია. ამდენად, მიმდინარე პერიოდში, კვირის ბოლომდე დამატებითი ვაქცინაციის ცენტრების გახსნა იგეგმება, რათა ვაქცინირებულთა რიცხვი სამიზნე მაჩვენებლამდე ანუ 25 000 - 30 000 კაცამდე გაიზარდოს. ვაქცინების არსებული რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა და ვაქცინაციის ცენტრები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც დაემატება“, - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ აქვე ისაუბრა ზოგადად ვაქცინების რაოდენობაზე. მისივე თქმით, „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზიდან რაც ქვეყანაშია, დაახლოებით 170 000 დოზა დაჯავშნილია, დანარჩენი მიმდინარე პერიოდში გაიხსნება და შეძენილი 1 მილიონი დოზაც ასევე ეტაპობრივად შემოვა მოკლე ხანში.

„ჩვენ ზაფხულის პერიოდში ყველა იმ ვაქცინაზე, რომელზეც დღეს გვაქვს ხელმისაწვდომობა, მათ შორის „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“ [ძირითადად მეორე დოზები], იქნება შეუზღუდავი. ახლა იმ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, რომ გათანაბრდეს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და „ფაიზერის“ ამცრელი კაბინეტები დაემატება სხვა რეგიონულ წერტილებში, რათა მოსახლეობას ყველა ჰოსპიტალში ჰქონდეს „ფაიზერით“ აცრის შესაძლებლობა“, - აღნიშნა გაბუნიამ.