მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები უკრაინისთვის $32 მილიარდს გამოყოფენ - Reuters

63a4c68759526
ალა ისპირიანი
23.12.22 01:02
721
„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები უკრაინისთვის 2023 წელს, $32 მილიარდს გამოყოფენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ს, კანადის, იაპონიის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის მინისტრების განცხადებაში ნათქვამია, რომ სრული თანხა უკვე გაიცა.

„ჩვენ მტკიცედ ვრჩებით უკრაინის გადაუდებელი მოკლევადიანი დაფინანსების საჭიროებების დაკმაყოფილების ერთგული“, - განაცხადეს მინისტრებმა და მოუწოდეს სხვა დონორებს, გაზარდონ თავიანთი წვლილი ომის შედეგად განადგურებულ ქვეყანაში.

ამასთან, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის შემოჭრის შემდეგ G7-ის პრიორიტეტად რჩება.

შეგახსენებთ, რომ გერმანია, რომელიც წელს G7-ის თავმჯდომარე იყო, სადავეებს 2023 წლისთვის იაპონიას გადასცემს.