24.სექტემბერი .2019 19:00

დიდუბეში ავარიული შენობები კაპიტალურად მაგრდება

views 179
უკან

დიდუბის რაიონის გამგეობა დისევის ქუჩის N7-ში, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 69 ოჯახი ცხოვრობს, ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს.

სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში მიმდინარეობს.

პროექტის შედეგად, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით მაგრდება. ასევე, ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდება ფანჯრებისა და კარების ღიობები. ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს მეტრეველის ქუჩის N7-ში.

გარდა ამისა, სხვადასხვა სახის სამუშაო რამდენიმე ამხანაგობაში მიმდინარეობს. საერთო სარგებლობის კიბეების მონტაჟი გორის ქუჩის N12-სა და თევდორე მღვდლის ქუჩის N19-ში მიმდინარეობს. ასევე, ბაგრატიონის ქუჩის N25-27-ში, დიდუბის ქუჩის N8-სა და აკაკი წერეთლის გამზირის N99-ში შენობის ბრტყელი და ქანობიანი სახურავების აღდგენითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმშია. ბათუმის ქუჩის N20-ში მდებარე კორპუსის დაზიანებულ თაღს კი აღდგენითი სამუშაოები უტარდება.

14 მისამართზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოები უკვე დასრულდა, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 325 727 ლარი გამოიყო.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან, თარაშ შურღაიასთან, ვლადიმერ ძნელაძესთან და ილია წულაიასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა