მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიღმის მასივში, სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა - ხანძარი ლოკალიზებულია

620b4933bcce9
ვიქტორია მღებრიშვილი
15.02.22 10:30
1120

დიღმის მასივში ერთ-ერთ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა.

როგორც BM.GE-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.

„დიღმის მასივში, ერთ-ერთ კორპუსში მეშვიდე სართულზე სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვება მოხდა, რამაც ხანძრის გაჩენა განაპირობა. დაშავებულია ერთი ადამიანი“, - განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და სამედიცინო ბრიგადა.