მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოვის სტიქიიდან 11 დღე გავიდა - რა ვითარებაა სტიქიის ეპიცენტრში?

სტიქია რაჭაში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის დაღუპულთა რაოდენობა იგივე, 24 ადამიანი, რჩება.

"საძიებო სამუშაოების მიზნით, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. ასევე, მდინარის კალაპოტებში 54 კმ-ის მონაკვეთი, რომელიც არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები.

გარდაცვლილების სტატისტიკა არ შეცვლილა- არის 24 ადამიანი დღეის მონაცემებით, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. ასევე, 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი, ეს არის კიდურის ნაწილები“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი გაფართოვდა.

შეგახსენებთ, რომ შოვში სტიქია 3 აგვისტოს მოხდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები