მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დისტანცია კარუსელებზე და დეზინფექცია 2 საათში ერთხელ - რეკომენდაციები ატრაქციონებისთვის

5f01800f86d46
ინგა მურუსიძე
05.07.20 13:00
1081
ღია სივრცეში არსებული გასართობი ატრაქციონებისთვის დასვენებისა და გართობის პარკებში არსებული ატრაქციონების ოპერირებისთვის სავალდებულოა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

- პარკის და თითოეული ატრაქციონის შესასვლელში თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ; ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უზრუნველყავით ვიზიტორთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ;

- ყოველი ატრაქციონის შესასვლელში პერსონალისა და ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას განათავსეთ სულ მცირე 60%-70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები.

- პერსონალს მიაწოდეთ ინფორმაცია: ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებასა და მათ შემდგომ განკარგვაზე (შენახვა, მოცილება, ნარჩენების კონტეინერში განთავსება); სადეზინფექციო საშუალებების სწორად გამოყენებაზე;

- ატრაქციონების შესასვლელებთან ვიზიტორებისა და პერსონალის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის უზრუნველყავით დახურული კონტეინერების განთავსება (სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

- გამოიყენეთ სანიტარული შესვენებები ყოველ 2 (ორი) საათში ერთხელ, რათა მოხდეს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის, თითოეული ატრაქციონის სახელურების) დამუშავება შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

პერსონალი უზრუნველყავით:

- კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით - დამცავი გამჭვირვალე ბარიერებითა და ნიღბით - მესამე პირებთან ურთიერთობის შემთხვევაში;

- სანიტარული კვანძები უზრუნველყავით ხელის ჰიგიენის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები);

- ლოდინის რეჟიმში მყოფი ვიზიტორების ნაკადი აკონტროლეთ შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით;
ვიზიტორები ატრაქციონების დასაჯდომ ადგილებზე განათავსეთ იმგვარად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ);

კარუსელებზე, საბავშვო მატარებლებზე, ე.წ "მხტუნავ ბაყაყზე“, ,,ბროკომელაზე“ და სხვა გასართობ ატრაქციონებზე დატვირთეთ დასაჯდომი ადგილების არა უმეტეს 50%;

გამონაკლისი:  ერთი ოჯახის წევრები (მშობლები, და-ძმა) შესაძლებლია მოთავსდნენ დისტანციის დაცვის გარეშე. აკრძალულია დახურული სივრცის მქონე ატრაქციონების საქმიანობის განახლება.

- ყოველი დღის ბოლოს უზრუნველყავით ატრაქციონებისა და დამხმარე სივრცეების სველი წესით დალაგება და დეზინფექცია „ახალი კორონა ვირუსით (SARS-Cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების სათანადო დანართის შესაბამისად.

- საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექცია: საპირფარეშოს სველი წესითა და სარეცხი საშუალებებით დალაგება და დეზინფექცია ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 2 საათიანი ინტერვალებით;

სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები;

სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიისა და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ,  ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი ობიექტის ვიზიტორებისა და იმ პერსონალისთვის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება მათ გამოყენებას.

დამლაგებლის ეკიპირებისთვის აუცილებელია: ნიღაბი; ერთჯერადი ხალათი; სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი); თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი).

პერსონალის ვალდებულებები: ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას, შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები: თქვენს სამუშაო ადგილზე დაიცავით ჰიგიენის წესები; საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით, ხოლო დაბანის შემდგომ კარგად გაიმშრალეთ. იმ შემთხევაში, თუ ვერ ხერხდება ხელის დაბანა, ხელის ჰიგიენის ჩასატარებლად გამოიყენეთ სულ მცირე 60%-70% სპირტის შემცველი ხელის საწმენდი სადეზინფექციო საშუალებები; მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს; მოერიდეთ სხვა დასაქმებულებთან/მესამე პირებთან შეხებას; დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ).