მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მსგავსი ტიპის დაფინანსებები ხშირად არასწორ მოტივაციებს აჩენს" - სანდრო ურუშაძე DRG სისტემაზე

645f86fc36053
თინათინ ნატმელაძე
13.05.23 20:35
413
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა სანდრო ურუშაძემ BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" საუბრისას ის უარყოფითი მხარეები გამოყო, რაც შესაძლებელია, DRG სისტემის დანერგვას თან მოყვეს.

მისი თქმით, მსგავსი სახის დაფინანსებები, მიუხედავად იმისა, რომ მისი იდეა გამჭირვალობა და სამართლიანობაა, ხშირად არასწორ მოტივაციებს აჩენს.

"საავადმყოფოს თუ უნდა, რომ შემოსავალი გაზარდოს, ამისთვის საჭიროა, რომ მეტ პაციენტს უმკურნალოს, ბოლო პერიოდში გაიზარდა პაციენტის საავადმყოფოში დაყოვნება, იმიტომ, რომ არ იყო დადგენილი ფასი და რაც მეტხანს გააჩერებდა კლინიკა, უფრო დიდ თანხას მიიღებდა. ახლა კი წესით საავადმყოფოს მეტი პაციენტის მიღების და ნაკლები დროით დაყოვნების მოტივაცია უნდა ჰქონდეს, თუმცა ეს ზრდის რისკებს - მაგალითად, უფრო ადრე გაეწეროს პაციენტი, ვიდრე მას სჭირდება. ეს არის ის არასწორი მოტივაციები, რასაც მსგავსი ტიპის დაფინანსებები აჩენენ, რაც ხარისხზეც მოქმედებს", - ამბობს სანდრო ურუშაძე.

ის აღნიშნავს, რომ DRG-ის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ გადასახადები უშუალოდ საავადმყოფოში იყოს სწორად დათვლილი.

"DRG თავის შინაარსით გულისხმობს იმას, რომ დაზუსტდეს, რა ღირს კონკრეტული მომსახურება ჰოსპიტლებში და როგორ ხდება ამ ფასის ფორმირება, გამჭირვალე რომ ყოფილიყო ეს ყველაფერი. ჩვენ ამჟამად DRG-ის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის გვჭირდება, რომ თვითონ საავადმყოფოში სწორად იყოს დათვლილი გადასახადები და გასაგაგები იყოს მომხმარებლისთვის, ამის შემდეგ უკვე ტექნოლოგიური მხარეა, რომ ჩვენ სამართლიანი ფასი დავადგინოთ", - ამბობს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი.

მისივე ცნობით, ანაზღაურების ყველა მეთოდს დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს, თუმცა სამინისტროს მხრიდან ერთპიროვნულად მოხდა გადაწყვეტილებების მიღება, ბევრისთვის გაუგებარი დარჩა, რატომ შემცირდა ფასები ცალკეულ მომსახურებებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები