მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტელემედიცინის აპარატი ქვეყნის მასშტაბით 50 ამბულატორიაში ამოქმედდება

643fbe6bc9aeb
მარიამ იზორია
19.04.23 14:16
656
ტელემედიცინის პორტატიული აპარატი წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 50 ამბულატორიაში ამოქმედდება, რაც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ამის შესახებ, „სოფლის ექიმის“ ხელმძღვანელის მინდია ღლონტის ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის სოფლის ექიმების შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

მხარეებმა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმები, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების საკითხები განიხილეს.

ინფორმაციისთვის: როგორც მინდია ღლონტმა აღნიშნა, ტელემედიცინის პორტატიული აპარატი უკვე დამონტაჟებულია გურიის რამდენიმე ამბულატორიაში.

„სოფლის ექიმის“ ხელმძღვანელის განმარტებით, მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარება და მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები