მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დისტანციურ სწავლებაზე 218 სკოლა გადავიდა - სამინისტრო

617bd49d21c88
მარიამ ვარადაშვილი
29.10.21 15:08
626
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე 218 სკოლა და 415 კლასი გადავიდა, რაც წინა კვირის მონაცემებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია.

უწყების ცნობითვე, მოცემულ პერიოდში სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელიც შემცირდა. კერძოდ, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია.

“მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ვაქცინაციის პროცესი კვლავ გრძელდება. ამ ეტაპისთვის აცრილია მათი 69,6%.

სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 142 მასწავლებელი", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.