მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიზაინერი დადუ თადუმაძე მრავალჯერადი პირბადეების პროექტზე - გადაწყობილი ბიზნესი

5eb59a30ef454
ნუცა ბაზლიძე
08.05.20 23:55
1607
პანდემიის ფონზე, დიზაინერმა დადუ თადუმაძემ, მეუღლესთან ერთად, მრავალჯერადი, ფერადი პირბადეების წარმოება დაიწყო. პრევენციის მიზნით გადაწყობილი ბიზნესის შესახებ დიზაინერმა გადაცემა #ქალებისნარატივში ისაუბრა.

როგორც დადუ თადუმაძე განმარტავს, აღნიშნული პირბადეები ლაბორატორიულად შემოწმებულია. ამასთან, პროდუქცია არის ორმხრივად გამოყენებადი და სამშრიანი. მისივე განმარტებით, პირბადეები სხვადასხვა გემოვნებისა და განწყობის ადამიანებზეა გათვლილი, ხოლო მის მთავარ უპირატესობას პროდუქციის კონსტრუქციიდან გამომდინარე, პირბადეების კომფორტულობა განაპირობებს.

„დაახლოებით 2 დღეში ჩამოყალიბდა კონცეფცია. პროდუქცია ფოკუს-ჯგუფების დახმარებით დაიტესტა. ახლა იმ ეტაპზე გადავედით, რომ გვინდა ქსელში შევიტანოთ. რამდენიმე დიდ კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკებები. ასევე, ვთავაზობთ იმ კომპანიებს, რომლებსაც ბევრი თანამშრომელი ჰყავს და მათთვის საჩუქრებს აკეთებენ. პირბადეები მზადდება ბრენდირებითა და ლოგოებითაც“, - აღნიშნავს დადუ თადუმაძე.

ამასთან, დიზაინერის განმარტებით, იდეის დონეზე განიხილება პროექტი, რაც კონკრეტულად ჟურნალისტებისთვის, პირბადეებზე მათივე ინდივიდუალური მესიჯების დატანას უკავშირდება, კონცეფციით - ჟურნალისტების გაერთიანება პანდემიის წინააღმდეგ.