მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სექტემბრიდან ქუთაისსა და ბათუმში ფილიალებს გავხსნით“ – „რესქული“

645ba0b70bd04
ნანუკა ნარიმანიძე
10.05.23 23:35
883
საბავშვო ტექ-სკოლა „რესქული“ სექტემბრიდან რეგიონებშიც იქნება წარმოდგენილი - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა სალომე მგელაძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„რესქული“ 9-14 წლის ბავშვებს ასწავლის ვებ პროგრამირების საფუძვლებს, კიბერ უსაფრთხოებას, Web 3 სამაყროს, ვებ დიზაინის საფუძვლებსა და თამაშების შექმნას. გარდა ამისა, კომპანია 15+ ასაკის მოზარდებს ამ სფეროში ე.წ. “Re-educate”-ს სთავაზობს.

„დღეს ჩვენთან 300-მდე ბავშვი სწავლობს და “Re-educate”-ს 1000-მდე ადამიანი ჰყავს გადამზადებული, მოთხოვნა და ინტერესი ყოველ დღე იზრდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებიდან, სწორედ ამიტომ, სექტემბრიდან ბათუმსა და ქუთაისში ფილიალებს გავხსნით, ახლო პერსპექტივაში გვინდა მთელი საქართველოს მასშტაბით გავხსნათ ფილიალები, რათა ყველას ჰქონდეს ის შესაძლებლობა, რაც დღეს თბილისში აქვთ ბავშვებს“, - აღნიშნა დამფუძნებელმა.

ამასთან, სალომე მგელაძემ სხვა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან კომპანია მარგინალიზებულ ჯგუფებსაც მოიცავს და დაეხმარება მათ საქმის შესწავლაში.

„ერთ წელიწადში ჩავუშვებთ პროექტს, რომლის ფარგლებშიც 10 პატიმარ ქალს ციფრულ ტექნოლოგიებს, UI/UX დიზაინს შევასწავლით. ამ პროექტის მიზანია პატიმარ ქალებს ციხიდან გამოსვლის შემდეგ დავეხმაროთ რესოციალიზაციაში და საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, ვინაიდან საქართველოში დასაქმება ძალიან დიდი პრობლემაა, მითუმეტეს ყოფილი პატიმარი ქალისთვის, ჩვენი მოდულის დასრულების შემდეგ ათივე ქალს ჩვენს სტარტაპებში დავასაქმებთ“, - აღნიშნა მან.

„რექსულის“ სამომავლო გეგმებში გარდა საქართველოს რეგიონებში გასვლა, ასევე უცხო ქვეყნებში გასვლაც არის.

„გვინდა საზღვარგარეთ გასვლა, ძალიან დიდი დაინტერესება მოდის ბალკანეთის ქვეყნებიდან, კერძოდ ალბანეთიდან, აქტიურად ვმუშაობთ ამაზე და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამ ქვეყანასთან“, - დასძინა სალომე მგელაძემ.

ცნობისთვის: „რესქულის“ ფილიალი თბილისში, „თბილისი ცენტრალში“ მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები