მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დოლარსა და ევროში ვაჭრობის შეზღუდვა, ტექნოლოგიური ექსპორტის აკრძალვა, სანქციები VTB-ს და სხვა კომპანიებს

6217d27db2e41
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.22 23:00
1897
აშშ უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს. სანქციების შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ზომებს რუსეთის ეკონომიკაზე მძიმე გავლენა ექნება.

ახალი სანქციები რუსეთს:

"ავტორიზებას ვახდენ ახალი სანქციების პაკეტის, რომელიც რუსეთს საკმაოდ მძიმე დაუჯდება. ეს შეეხება იმ საქონლის ჩამონათვალს, რისი ექსპორტიც შეიძლება რუსეთში განხორციელდეს; სანქციები შევიმუშავეთ ისე, რომ მაქსიმალური იყოს მათი გავლენა რუსეთზე და მინიმალური აშშ-სა და მის მოკავშირეებზე. აშშ არ აკეთებს ამას მარტო, ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან და მთლიანობაში ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ეკონომიკის მოცულობა გლობალური ეკონომიკის ნახევარზე მეტია.

ჩვენ მათ შევუზღუდავთ ბიზნესის დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინსა თუ იენში კეთებაზე.

ჩვენ უკვე ვიხილეთ ეფექტი, რაც ამას რუბლზე ჰქონდა, რომელიც დღეს ისტორიულად გაუფასურდა, რუსული საფონდო ბირჟა ჩამოიქცა, მათ მთავრობას კი ვალის მოზიდვა 15%-ით გაუძვირდა.

დღეს ჩვენ სანქციებს ვუწესებთ რუსულ ბანკებს, რომელთა აქტივებიც 1 ტრილიონს აღემატება.

ჩვენ უმსხვილეს რუსულ ბანკებს ჩავკეტავთ ფინანსური სისტემიდან, ასევე კიდევ 4 მსხვილ ბანკს ჩავსხნით საფინანსო სისტემიდან. ეს ეხება VTB ბანკს, რომელიც რუსეთში მეორე უმსხვილესი ბანკია, რომელსაც 250 მილიარდის აქციები ეკუთვნის.

სიას ემატება რუსული ელიტებიც, ჩვენ შემდგომ დღეებში კიდევ დავამატებთ ოლიგარქების სიას. სამშაბათს ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციების პირველი ნაწილი, ახლა ვაცხადებთ სანქციებს რუსეთის სახელმწიფო კომპანიებზე, კომპანიებზე, რომელთა ჯამური აქტივებიც 1.4 ტრილიონს აღემატება.

ეს სანქციები შედეგებს დროთა განმავლობაში გამოიღებს. მთლიანობაში რუსეთის მაღალი ტექნოლოგიების იმპორტს გავანახევრებთ, დარტყმას მივაყენებთ მათ სამხედრო ინდუსტრიას, მათი გემთმშენებლობის სექტორს.

ხვალ NATO შეიკრიბება სამიტზე, რომელსაც 30 წევრი და ახლო პარტნიორი დაესწრება, რომელზეც ჩვენ ვიმსჯელებთ ნატოს შემდგომ ნაბიჯებზე. უკრაინას მხოლოდ შარშან $650 მლნ-ის სამხედრო დახმარება მივაწოდეთ, მაგრამ ჩვენი ძალები არ ჩაერთვებიან უკრაინაში რუსეთთან კონფლიქტში, ისინი არ გაემგზავრებიან უკრაინაში რუსებთან საბრძოლველად.

აშშ დაიცავს NATO-ს მთელ ტერიტორიას, მის თითოეულ ინჩს" - განცახადა ჯო ბაიდენმა.