მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დოლარში უძრავი ქონების ფასი მცირდება - TBC Research

5eda224cb4d22
შოთა ტყეშელაშვილი
05.06.20 15:20
1343
საქართველოში უძრავი ქონების ფასები მცირდება - ამის შესახებ TBC Research-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის მიხედვით, მაისში თებერვალთან შედარებით თბილისში უძრავი ქონების ფასი აშშ დოლარში 4%-ით შემცირდა.

უფრო მკვეთრი იყო შემცირება ქირავნობის საშუალო ფასებში, სადაც თებერვალთან შედარებით 12%-იანი შემცირება ფიქსირდება. ამასთან, ფასების შემცირებასთან ერთად, 70%-ით არის შემცირებული დედაქალაქში ბინების გაყიდვები, ახალი იპოთეკური სესხების გაცემამ კი წლიურად 73%-ით იკლო.

“31 მაისის მდგომარეობით, თიბისი ბანკის მიერ გაცემული ახალი იპოთეკური სესხების 7 დღის საშუალო ზრდის ტემპი წ/წ -73%-ს შეადგენს, რაც წინა კვირის მაჩვენებლის მცირედ გაუმჯობესებას წარმოადგენს.

მაისის ბოლოს, თბილისში გაყიდული ბინების 7 დღის საშუალო ზრდის ტემპი წ/წ -70%-ს შეადგენს. წინა კვირაში იგივე მაჩვენებელი წ/წ -73% იყო, მინიმალური მაჩვენებელი (-97% წ/წ) აპრილში დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე გაუმჯობესება ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც შესაძლოა მთავრობის მიერ დეველოპმენტის სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების ამოქმედების მოლოდინს უკავშრდებოდეს. ეკონომიკის ეტაპობრივმა გახსნამ და მთავრობის მხარდაჭერის ღონისძებებმა მოსალოდნელია ტენდენცია გააუმჯობესოს.

სებ-ის ინდექსის მიხედვით, 2020 წლის თებერვალთან შედარებით, მაისში ბინების ფასი დოლარში 4%-ით შემცირდა. აპრილთან შედარებით ფასებმა მცირედით (-0.2%) იკლო ლარშიც,”- ნათქვამია უძრავი ქონების ბაზრის მიმართულებით “თიბისი კაპიტალის” შეფასებაში.

როდის დაიწყება სუბსიდირებული იპოთეკური სესხების გაცემა?

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამა 28 მაისს წარადგინა. იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იქნება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებული იპოთეკური სესხების თანადაფინანსების პროგრამის ამოქმედებისთვის ჯერ შესაბამისი დადგენილების მიღება და ბანკების მიერ მისი დანერგვა არის აუცილებელი.

სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;