ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ DRG სისტემაზე გადასვლის პროცესში ფრაგმენტული ინტერვენციები, როგორიცაა სამედიცინო ტარიფების ინდექსაციის დროებითი გადახედვა, დაბნეულობას გამოიწვევს. ამით ხსნის მინისტრის მოადგილე კლინიკების მოთხოვნაზე სამინისტროს უარს გადახდის ახალ სისტემაზე გადასვლამდე ინდექსაციის საკითხის გადახედვასა და ამოქმედებაზე. ამის შესახებ თამარ გაბუანიამ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ გუშინ განაცხადა ანუ იქამდე, ვიდრე 100 კლინიკა ჯანდაცვის მინისტრს ღია წერილით მიმართავდა.
„გასაგებია, რომ გარკვეული ფასის მატება გარკვეული მიმართულებებით მოხდა, თუმცა ისევ და ისევ დღეს მნიშვნელოვანია სწორად ჩამოვყალიბდეთ DRG-ი პრინციპზე, საითაც მივდივართ და ფრაგმენტული ინტერვენციებით არ გამოვიწვიოთ დამატებითი დაბნეულობა ამ პროცესში. სტრატეგია განსაზღვრულია, ტექნიკური პროცესი მიმდინარეობს და ვფიქრობთ, საკონსულტაციო პროცესი ეფექტიანად გაგრძელდება იმისთვის, რომ წლის ბოლოსთვის და შესაძლოა უფრო ადრე DRG დაიწყოს და დაინერგოს“, - განაცხადა გაბუნიამ.
ის ამის გამო კლინიკების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის საფრთხეს ვერ ხედავს და ამბობს, რომ უწყება სექტორთან მუდმივ კომუნიკაციაშია.
„ჩვენ საკმარისი კომუნიკაცია გვაქვს კლინიკებთან და სექტორთან, რათა ეს პროცესი დაგეგმილად გავიაროთ, რომ არ მოხდეს ზედმეტი რისკების შექმნა არც სექტორის და არ სახელმწიფოს მხარეს და რაც მთავარია, არ დაზარალდეს პაციენტის ინტერესი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ პროცესი დაგეგმილი და გაზიარებული იყოს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგლემ.
თამარ გაბუნიას შეფასებით, DRG-ზე გადასვლა მარტივი საკითხი არ არის, თუმცა წლის ბოლომდე ახალ სისტემაზე გადასვლის გარანტიას, სახელმწიფოს მიერ გატარებული სამუშაოები აძლევთ.
"საინფორმაციო სისტემა მზად არის. კოდირებისთვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფა გვაქვს. ტექნიკური დახმარება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე მსოფლიო ბანკის მხრიდან მობილიზებულია, რაც ჩვენთვის გარანტიაა, რომ ეს პროცესი სწრაფად მოხდეს. ამ შემთხვევაში ზედმეტი სიჩქარე გამართლებული არანაირად არ არის, რადგან პროცესი კარგად დაგეგმილი უნდა იყოს. ჩვენ შევაფასოთ იმ პილოტის შედეგები, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ამის შემდეგ მოხდეს რესურსის გადანაწილება. წლის ბოლო იქნება ოპტიმალური ვადა, რაც კლინიკებს მომზადების საშუალებას მისცემს, ასევე ჩვენც მოგვცემს საშუალებას, რომ დაფინანსების მექანიზმი უმტკივნეულოდ ამოქმედდეს და ყველა რისკი, რომელიც შეიძლება იყოს ტექნიკური საინფორმაციო უზრუნველყოფის თუ ფინანსურის მხრივ, იყოს გადაზღვეული", - განმარტა გაბუნიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი