მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 ნოემბერს 3 453 ადამიანი აიცრა - NCDC

618790bd5b625
მარიამ ვარადაშვილი
07.11.21 12:47
515

ბოლო 24 საათში საქართველოში 3 453 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ორივე დოზით აცრილია 952 248 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 33.3%-ია. 

ამასთან, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 048 619 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.9 %-ს შეადგენს. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე ჯამში 2 003 963 აცრა ჩატარდა. 

ამ ეტაპზე საქრათველოში იმუნიზაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული 3 ვაქცინით მიმდინარეობს: "ფაიზერი", "სინოფარმი" და "სინოვაკი".