მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Duty free მომხმარებლებს შოპინგის სანაცვლოდ უფასო ფრენას სთავაზობს

609d62b61605f
მარიამ ადამია
13.05.21 23:15
1135
Duty Free ე.წ VIP-კლიენტებს მაღაზიაში შოპინგის სანაცვლოდ, უფასო ფრენებს სთავაზობს. ინიციატივა ჯერ სატესტო რეჟიმშია, ინიციატორი ქვეყანა კი, სამხრეთ კორეაა. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რეისია შესრულებული, რომელიც 130 მგზავრისგან შედგებოდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ამ გზით, მაღაზია ცდილობს გადაარჩინოს ინდუსტრია, რომელიც პანდემიის შედეგად ფაქტობრივად განადგურდა. კრიზისამდე კი, მაგალითად 2019 წელს გლობალურად, Duty Free-ს ბაზარი 85 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

წინასწარი კვლევების საფუძველზე ვარაუდობდნენ, რომ ეს რიცხვი 2027 წლამდე 139 მილიარდ დოლარამდე გაიზრდებოდა. თუმცა დღეს ყველანაირი პროგნოზები ეჭვის ქვეშ დგას შემცირებული რეისების, მგზავრებისა და ზოგადად კრიზისის ფონზე, რომელმაც გაყიდვების 71%-იანი შემცირება განაპირობა.

ამიტომაც სასტუმრო "შილა", რომელიც სამხრეთ კორეაში სიდიდით მეორე Duty Free-ის ოპერატორი კომპანიაა, 114 მგზავრს, რომლებმაც 3 მაისამდე Duty Free-ში 550 დოლარზე მეტი დახარჯეს, უკვე 23 და 30 მაისს უფასო ფრენას სთავაზობს. მიმდინარე თვეში კიდევ ხუთი მსგავსი რეისია დაგეგმილი. როგორც წარმომადგენლები ამბობენ, ეს ერთადერთი გზაა, რომ ბიზნესმა ამოისუნთქოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კიდევ უფრო შემცირედება შემოსავლებიც და სამუშაო ადგილებიც. მაგალითად, აპრილში 182 ათასი დასაქმებული გაათავისუფლეს. თუმცა ფაქტია, ისიც, რომ ვაქცინაციის პროცესმა ასე თუ ისე აამოქმედა საავიაციო ინდუსტრია. მართალია საერთაშორისო რეისები ჯერ კიდევ მცირე რაოდენობით სრულდება, მაგრამ Duty Free-ისთვის შიდა ფრენებიც შვებაა, რადგან მგზავრები მაღაზიებს გვერდს მაინც არ უვლიან და ფულსაც ხარჯავენ.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის სტატისტიკით, გასულ წელს მხოლოდ 1.8 მილიარდმა ადამიანმა იფრინა, მაშინ როდესაც მათი რაოდენობა 2019 წელს 4.5 მილიარდი იყო. საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium–ის თანახმად, წლის პირველ ოთხ თვეში მსოფლიოს შვიდი ყველაზე დატვირთული და მოთხოვნადი საერთაშორისო მარშრუტებია: კანკუნი – ჰიუსტონი და ნიუ-იორკი – სანტა დომინგო. თუმცა ინვესტორები და ექსპერტები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და ვარაუდობენ, რომ ადამიანები ზაფხულში მცირე მარშრუტებზე, მაგრამ მაინც დაიწყებენ ფრენას, რაც გასულ წელთან შედარებით, ფინანსური თვალსაზრისით, უკეთეს მაჩვენებლებს მოიტანს.