საქართველოში წარმოებული ძაღლის და კატის საკვები ექსპორტზე სამხრეთ კავკასიის და აფრიკის ქვეყნებში გავა. ამის შესახებ კომპანია „ნუტრიმაქსის“ სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელმა ზურა კახიძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.
მისი თქმით, კომპანია შინაური ცხოველებისთვის, კერძოდ, ძაღლებისა და კატებისთვის განკუთვნილი საკვების საწარმოს 2022 წელს აამოქმედებს.
„მალე ბაზარზე ქართული კომპანია „ნუტრიმაქსის“ წარმოების ძაღლის და კატის საკვები გამოჩნდება. „ნუტრიმაქსი“ არასდროს ფიქრობს პროდუქტის მხოლოდ საქართველოში რეალიზაციაზე. ჩვენ ექსპორტს სამხრეთ კავკასიასა და აფრიკაში ვახორციელებთ, შესაბამისად, ახალი პროდუქტიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რეალიზდება“, - განმარტა ზურა კახიძემ.
კომპანიაში არ აზუსტებენ, რა ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებენ ახალ პროექტში, თუმცა BM.GE-სთვის ცნობილია, რომ ახალი საწარმო თბილისის შემოგარენში აშენდება.
ცნობისთვის: „ნუტრიმაქსის“ საწარმო 200 000 დოლარის ინვესტიციით 2009 წელს ამოქმედდა. დღეისთვის კომპანია წლიურად 100 დასახელების 35 000 ტონა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა საკვებს აწარმოებს, რომელთა 70% - საქართველოში, ხოლო 30% - აზერბაიჯანში, სომხეთსა და აფრიკაში იყიდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი