მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძალიან ბევრი ახალი პროფესია გამოჩნდა, რომელზეც მოთხოვნა მაღალია" - მათე ტაკიძე

61e145760bcaa
თათია ჩაფიჩაძე
14.01.22 20:50
1260
პროფესიული კოლეჯის „სპექტრის“ ხელმძღვანელი მათე ტაკიძე ამბობს, რომ ბიზნესის მხრიდან სამშენებლო სექტორში კადრებზე კვლავ დიდი მოთხოვნაა, თუმცა ბაზრისთვის საჭირო რაოდენობის ადამიანების გადამზადება ვერ ხერხდება. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით განსაკუთრებით დეფიციტურია თანამედროვე ტექნიკის და აპარატების მართვის მცოდნე სამუშაო ძალა.

„საქმიანი დილის“ ეთერში ტაკიძემ აღნიშნა, რომ გასულ წელს მათ კოლეჯში სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით სამ პროგრამაზე მოკლევადიანი გადამზადების კურსი 900-მდე ადამიანმა გაიარა, კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი კი 70%-ის ფარგლებშია.

„ძალიან ბევრი ახალი ტიპის პროფესია გამოჩნდა, რომელზეც მოთხოვნა მაღალია, მაგალითად თანამედროვე ტექნიკის, თანამედროვე აპარატების მართვა, რომელსაც სჭირდება გამოცდილი კადრები. ამის სრული დეფიციტია, შესაბამისად გვჭირდება მათი გადამზადება.

სამშენებლო მიმართულებით კოლეჯ „სპექტრის“რესურსები ძალიან მაღალია, ბიზნესის ჩართულობით და სახელმწიფოს დახმარებით. გამტარუნარიანობაზე როცა ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ პროგრამების დროულ აკრედიტაციას, რომლის უკანაც დგას სახელმწიფო და ბიზნესი, რომელმაც მერე ეს კადრები უნდა დაასაქმოს. აუცილებელია, რომ ჩვენ ერთად ვიმუშაოთ. სანამ ჩვენ ერთ ენაზე არ ვისაუბრებთ, და ზუსტად არ ჩამოვყალიბდებით რომ ბიზნესის გარეშე წარმოუდგენელია კოლეჯების განვითარება და პირიქით, მანამდე კვალიფიციური კადრების მიწოდების პრობლემა სულ იქნება“, - განაცხადა ტაკიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში საჭირო კადრების დეფიციტს ქვეყნიდან გადინებაც ქმნის. როგორც მათე ტაკიძე ამბობს, ისინი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჩეხეთში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში მიდიან და იქ საქმდებიან.