მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძალიან კარგად გვესმის, რა გავლენას ახდენს შეზღუდვები ეკონომიკაზე - მეზვრიშვილი

5ea00a13ec0c3
ინგა მურუსიძე
22.04.20 13:15
843
ძალიან კარგად გვესმის, რა გავლენას ახდენს შეზღუდვები ეკონომიკაზე და მოქალაქეთა სოციალურ მდგომარეობაზე, - ამის შესახებ პრემიერის საპარლამენტო მდივანმა ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპისთვის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებდეს და შეზღუდვები განაგრძობდეს მოქმედებას. ძალიან კარგად გვესმის, ეს შეზღუდვები რა გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, მოქალაქეთა სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თუმცა ამ მიმარულებითაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ და არაერთი ნაბიჯის გადადგმა იგეგმება. შეზღუდვების ერთიანად მოხსნით არსებობს ეპიდსიტუაციის გაღრმავების საფრთხე და შესაძლოა, ისეთი დანაკარგი მივიღოთ, რომ უდიდესი ზიანი მიადგეს ჩვენს შედეგებს", - განაცხადა მეზვრიშვილმა.