მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EasyJet-ი იტალიის მიმართულებით ფრენებს აუქმებს

5e58d1ec6b183
ნათია თაქთაქიშვილი
28.02.20 18:55
779

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია EasyJet-ი იტალიის მიმართულებით ფრენებს აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას  BBC ავრცელებს.

როგორც ავიაკომპანია აცხადებს, ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად და არ გამორიცხავს ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებითაც გაუქმდეს ზოგიერთი ფრენა. 

EasyJet-ი სხვა ცნობილი ავიაკომპანიების მსგავსად გეგმავს ხარჯების ოპტიმიზაციას; აპირებს შეამციროს ადმინისტრაციული ხარჯები და ახალი კადრების აყვანა. ასევე, შეწყვიტოს ან დროებით გადადოს არასავალდებულო ტრეინინგები.