მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აეროპორტების გაერთიანება easyJet-ის შემოყვანაზე მუშაობს

63f77df7c58e5
მარიამ ვარადაშვილი
23.02.23 19:23
1522
აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე ამბობს, რომ easyJet-ი საქართველოს საავიაციო ბაზარს სწავლობს. როგორ მან BMG-ის უთხრა, ბრიტანულ ბიუჯეტურ ავიაკომპანიასთან როგორც თბილისის, ისე ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების დაწყებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.

“ლონდონი ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს ავიაკომპანია საავიაციო ბაზრის ძალიან მსხვილი მოთამაშეა და მასთან სხვადასხვა მოდელზე ვსაუბრობთ. EasyJet-სთვის საფასო პოლიტიკა და ზოგადად მიმართულებები ძალიან სენსიტიურად განსახილველი საკითხებია. აქედან გამომდინარე, მასთან როგორც ქუთაისიდან, ისე თბილისიდან ფრენების დაწყებაზე ვსაუბრობთ. წინასწარ კონკრეტულად თქმა არ შემიძლია, რადგან ბაზრის კვლევის ეტაპზე ვართ. ეს ნიშნავს რომ ვუზიარებთ მგზავრთნაკადისა და საფასო პოლიტიკის მონაცემებს. ანუ ყველა იმ მაჩვენებელს, რაც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდება.

ის, რომ ისინი უკვე ითხოვენ ამ მონაცემებს, ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე არიან. ყველა იმ ინფორმაციას შეაგროვებენ, რაც ანალიზისთვის სჭირდებათ იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ. ვიმორებ, ძალიან კომპლექსური პროცესია და მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანია საქართველოს ბაზრით არის დაინტერესებული",-ამბობს ქარქაშაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები