მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა EasyJet-ს საქართველოს მარკეტინგისთვის 53,100 ევროს გადაუხდის

იზიჯეტი

მთავრობა საქართველოს მარკეტინგისთვის EasyJet-ს 53 100 ევროს გადაუხდის. კერძოდ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარკეტინგული სარეკლამო კამპანიის ორგანიზების მომსახურების შესყიდვის მიზნით EASYJET AIRLINE COMPANY LIMITED-ს გამარტივებული წესით ხელშეკრულება გაუფორმა. 18 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, შესყიდვის ღირებულება 53 100 ევროს შეადგენს.

როგორც ხელშეკრულებაში წერია, ხელშეკრულების განხორციელების ინსპექტირებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბრენდის განვითარების სამმართველოს უფროსი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი უზრუნველყოფს.

ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები