საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი საერთაშორისო კინოფესტივალებსა და ბაზრობებში მონაწილეობისთვის 300 000 ლარს გამარტივებული წესით დახარჯავს.
გამარტივებული შესყიდვა შეეხება კინოპროდიუსერების ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციის მიერ აკრედიტებულ კინოფესტივალებს (მათ შორის კანის, ბერლინის, ვენეციისა და ანესის ფესტივალებს), ასევე ჰონგ-კონგის კინობაზრობასა და ლათინური ამერიკის აუდიოვიზუალური ინდუსტრიის ბაზრობას. შესყიდვები 2027 წლის განმავლობაში, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდება.
პარალელურად, მომზადდა მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც ცენტრს უფლება მიეცემა, ამ ღონისძიებებისთვის საჭირო მომსახურებები გამარტივებული წესით შეიძინოს. განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ბაზრობებსა და ფესტივალებზე სტენდების მოწყობა, ტექნიკის დაქირავება და სხვა მომსახურებები სწრაფ და მოქნილ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, რასაც ელექტრონული ტენდერი ან სტანდარტული ბაზრის კვლევა აფერხებს. განკარგულების პროექტის თანახმად, აღნიშნულ შესყიდვებზე არ გავრცელდება ბაზრის კვლევის წესი და გამარტივებული შესყიდვის ზოგიერთი სტანდარტული მოთხოვნა.
ბრძანება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა























