მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EasyJet Airbus-ისგან 257 თვითმფრინავის შეძენას გეგმავს

easyjet

ავიაკომპანია EasyJet ევროპული თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია Airbus-ისგან 257 თვითმფრინავის შეძენას გეგმავს. შესყიდვა ბრიტანული ავიაკომპანიის ზრდის სტრატეგიის ნაწილია. ამის შესახებ ინფორმაციას Seeking Alpha ავრცელებს.

EasyJet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იოჰან ლუნდგრენმა თქვა, რომ შემოთავაზებული შესყიდვის ფარგლებში კომპანიას 157 თვითმფრინავი და 100 ერთეული A321neo ვიწრო თვითმფრინავი დაემატება. EasyJet ამჟამად დაახლოებით  330 თვითმფრინავით ოპერირებს და ამ შეთანხმების შემდეგ ძველი თვითმფრინავების გაჩერებას გეგმავს.

შესაძლო შეთანხმებაზე მას შემდეგ დაიწყო მუშაობა, რაც Airbus-მა და კონკურენტმა კომპანია Boeing-მა (BA), პანდემიისგან მოგზაურობის გამოსწორების მიზნით, ახალი თვითმფრინავების მოთხოვნილების შესანარჩუნებლად დაიწყეს მუშაობა. ორივე კომპანიას მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვები, მათ შორის ძრავების დეფიციტის პრობლემები შეექმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები