სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ს გავრცელებული ინფორმაციით, Turkish Airlines-ი Airbus-სთან ხომალდების შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.
Airbus-ის სპიკერმა 13 ნოემბერს განაცხადა, რომ თვითმფრინავების მწარმოებელმა და Turkish Airlines-მა "მნიშვნელოვანი კომერციული თვითმფრინავების შეკვეთაზე" პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს.
სპიკერმა თქვა, რომ შეთანხმება რატიფიცირებულია და დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის ავიახაზების თავმჯდომარემ აჰმედ ბოლატმა მაისში განაცხადა, რომ ავიაკომპანია 600 თვითმფრინავის შეკვეთას გეგმავდა.
"მომდევნო 10 წელიწადში ჩვენ 7,4%-ით ზრდას ვისახავთ მიზნად, ვგეგმავთ, 810 თვითმფრინავით მოვემსახუროთ მომხმარებელს და გვქონდეს შესაძლებლობა, 170 მილიონი მგზავრი გადავიყვანოთ" - ნათქვამია განცხადებაში.