მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„EBRD ენერგეტიკის და სახელმწიფო საწარმოების რეფორმაში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს“

601928e84933e
ვიქტორია მღებრიშვილი
02.02.21 14:42
847
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში EBRD საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია.

„ის ძირითადად კერძო სექტორისთვის და 250-ზე მეტ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობს და დაახლოებით 4 მლრდ-ზე მეტი დაფინანსება აქვს გამოყოფილი“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, მათ გამოთქვეს მზადყოფნა და სურვილი, რომ აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა სფეროში მათ შორის ენერგეტიკასა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმაში.

„EBRD სხვა ჩვენი პარტნიორებისგან განსხვავებით ძირითადად კერძო სექტორზეა ფოკუსირებული, მისი პორტფელის მინიმუმ 75 % მიემართება კერძო სექტორზე. შესაბამისად, განსაკუთრებულია მათი როლი პოსტპანდემიურ პერიოდშიც. მათ გამოთქვეს მზადყოფნა და სურვილი, რომ აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა სფეროში იქნება ეს ენერგეტიკა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და ა.შ. ჩვენ გვახსოვს ძალიან ნაყოფიერი და დადებითი გამოცდილება, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ბევრი წლის წინ საქართველოს საბანკო სექტორში აქტიურად მონაწილეობდნენ და დღეს ვხედავთ რამდენად ძლიერია ჩვენი საბანკო სექტორი, აქედან გამომდინარე ჩვენ გვინდა, რომ ამ მოდელის განზოგადება გავაკეთოთ სხვადასხვა სექტორებში, სადაც მათ შეუძლიათ პოზიტიური როლი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენაში და მომავალ წინსვლაში“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.