მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საქართველოს საგარეო ვალის საპროცენტო განაკვეთები

ლარი დოლარი

2023 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის საგარეო ვალის მოცულობა 8.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წინა თვესთან შედარებით 115 მილიონი დოლარით მეტი იყო. ეროვნულ ვალუტაში კი ვალის ნაშთი 21.19 მილიარდ ლარს, რაც წინა თვესთან შედარებით 510 მილიონი დოლარით მეტი იყო. ვალის ნაშთის ლარებში ზრდის მიზეზი ივნისში ლარის გაცვლითი კურსის შედარებითი გაუფასურება და ვალის ზომის 115 მლნ დოლარით მატება იყო.

ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტისთვის გაგზავნილ დოკუმენტში მიუთითა თუ რა არის საქართველოს საგარეო ვალების საპროცენტო განაკვეთები. სამინისტროს თანახმად, 8 მილიარდიანი საკრედიტო პორტფელის საშუალო განაკვეთი 3%-ია. მათ შორის შედარებით მაღალია იმ კრედიტების პროცენტი, რომლებიც ცვლად განაკვეთზე არის მიბმული, რისი მიზეზიც ევროპასა და აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა. შედეგად, მსოფლიო ბანკის სესხების ნაწილის (909 მლნ დოლარის) განაკვეთი 5.76%-საც მიაღწია, ხოლო აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკის 55 მილიონი დოლარის საპროცენტო განაკვეთმა 6.45%-ს მიაღწია.

საქართველოს საგარეო ვალების საპროცენტო განაკვეთები ასე ნაწილდება:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები