მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერთ წელიწადში საგარეო ვალი $500 მილიონით გაიზარდა - ვისი ვალი აქვს საქართველოს?

ეკონომიკური პროგნოზი

ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის საგარეო ვალი 9.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში 490 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.

ვალის ნაშთის ზრდა დაკავშირებულია ახალი სესხების აღებასთან, რომელთა შორისაც უმსხვილესი აზიის განვითარების ბათუმი-სარფის $360 მლნ დოლარის შეთანხმებაა. ასევე ვალის ზრდაზე გავლენა მოახდინა აშშ დოლარისა და ევროს კურსის ცვლილებამ. საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო ვალის 2/3 ევროში არის ნომინირებული, ხოლო 2025 წელს ევრო მკვეთრად გამყარდა, თუკი წინა წელს ერთი ევრო 1.05 დოლარი ღირდა, 2025 წელს ის 1.18 დოლარს შეადგენს, რაც საქართველოს ვალის ნაშთის მოცულობასაც ცვლის.

კრედიტორთა შორის პირველ ადგილს აზიის განვითარების ბანკი იკავებს 2.45 მილიარდი დოლარით, მეორე პოზიციაზეა მსოფლიო ბანკი 2.26 მილიარდი დოლარით, მესამეზე კი ევროპის საინვესტიციო ბანკი 1.18 მილიარდი დოლარის კრედიტით. საქართველოს საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისთვის არის აღებული.

2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა

კრედიტორი ვალის ნაშთი - მლნ დოლარი ცვლილება წინა წელთან შედარებით
აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2,452 მლნ დოლარი; +188 მლნ დოლარი;
მსოფლიო ბანკი, IDA, IBRD 2,268 მლნ დოლარი; +146 მლნ დოლარი;
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) 1,187 მლნ დოლარი; +105 მლნ დოლარი;
საფრანგეთი 858 მლნ დოლარი; +87 მლნ დოლარი;
გერმანია 568 მლნ დოლარი; -1 მლნ დოლარი;
ევრობონდი 500 მლნ დოლარი; 0 მლნ დოლარი;
ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 325 მლნ დოლარი; -47 მლნ დოლარი;
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) 239 მლნ დოლარი; +26 მლნ დოლარი;
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 222 მლნ დოლარი; 8 მლნ დოლარი;
მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 154 მლნ დოლარი; -25 მლნ დოლარი;
ევროკავშირი (EU) 154 მლნ დოლარი; +13 მლნ დოლარი;
იაპონია 114 მლნ დოლარი; -12 მლნ დოლარი;
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) 37 მლნ დოლარი; +2 მლნ დოლარი;
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) 16 მლნ დოლარი; +1 მლნ დოლარი;
ავსტრია 10 მლნ დოლარი; -1 მლნ დოლარი;
ქუვეითი 7 მლნ დოლარი; -3 მლნ დოლარი;
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) 5 მლნ დოლარი; +3 მლნ დოლარი;
ამერიკის შეერთებული შტატები 4 მლნ დოლარი; -2 მლნ დოლარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები