მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ის ახალი მონაცემები საქართველოს ეკონომიკის შესახებ

5dc530bb1355a
მიხეილ ხაჩიძე
08.11.19 14:10
2253
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია ნათქვამი, EBRD ვარაუდობს, რომ 2019, ისევე როგორც 2020 წლებში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4.5 პროცენტით განისაზღვრება.

ამასთან EBRD-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ისინი ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის და ადგილობრივი კერძო სექტორის მხარდაჭერას კარგად განვითარებული ადგილობრივი საბანკო სექტორის მეშვეობით მომავალშიც აგრძელებენ, ფოკუსირებება კი მაღალ პოტენციურ სფეროებზე გაკეთდება, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ინოვაცია.
 
ამავე დროს, EBRD განახლებადი ენერგიის, რესურსების ეფექტურობისა და კლიმატის ცვლილების ადაპტაციიის კუთხით, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და გამძლეობის გასაუმჯობესებლად მხარდაჭერას განაგრძობს.  

"ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას განახლებადი ენერგიების გამოყენებით გენერაციის სიმძლავრის შესაქმნელად ჰიდროენერგეტიკაში, ქარსა და შესაძლოა, მზის ენერგიაში, ისევე როგორც მშენებლობის გადამცემი ხაზების დაკავშირებას რეგიონალურ ბაზრებთან. შემუშავდება სპეციალური ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა ენერგიის გაზრდილი მოხმარების მოსაგვარებლად", - აღნიშნულია მოხსენებაში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ 2015 წელს საქართველომ გაზარდა თავისი წვლილი აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობასა და გარემო პარტნიორობის ფონდში. საქართველო ამჟამად არის როგორც დონორი, ასევე – ფონდის ბენეფიციარი.

მოხსენების თანახმად, ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული სერვისების წილი მთლიან ეკონომიკაში, 2015-17 წლებში საშუალოდ 7.3 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 2018 წელს – 8.1%-ით, თუმცა აღსანიშნავია, რომ მშენებლობის სექტორი 2013 წლიდან 3.1 პროცენტით შემცირდა.

დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების მხარდაჭერით, საქონლის ექსპორტი 2018 წელს 22.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის პირველ ორ თვეში – 13.2 პროცენტით; 2018 წელს ფულადი გზავნილების ნაკადები 13,1 პროცენტით გაიზარდა; ამავე დროს, უცხოური ინვესტიციები საქართველოში 2017 წელთან შედარებით 34.9 პროცენტით შემცირდა.