მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგენტების კანონპროექტთან" დაკავშირებულ რეზოლუციას ევროპარლამენტი კენჭს დღეს უყრის

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტი დღეს განიხილავს რეზოლუციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაიწყოს საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, სანამ აგენტების შესახებ კანონი დღის წესრიგშია.

დღის წესრიგის მიხედვით, აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტის 25 აპრილის პლენარული სხდომის ერთ-ერთი განსახილველი საკითხია და მას კენჭს დღეს უყრიან. ევროპარლამენტში კენჭისყრა, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებული საკითხის, თბილისის დროით 14:00-დან 16:00 საათამდეა ჩანიშნული.

რაც შეეხება შინაარსს, რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ამ კანონის მიღებით ხელისუფლება ღალატობს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებას იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში.

რეზოლუციის პროექტით ევროპარლამენტი:

  1. კატეგორიულად გმობს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შემობრუნებას, რომელიც დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შეზღუდვებს უწესებს და რასაც უკვე მოჰყვა მასობრივი პროტესტი, როგორც საზოგადოების, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების;
  2. ხაზგასმულია, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ასევე, ეწინააღმდეგება EU-ს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;
  3. აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია;
  4. მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტონ კანონპროექტის განხილვა, ხოლო მთავრობა - შეასრულონ 2023 წლის მარტში კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულება. ასევე, მოუწოდებენ მთავრობას, თავი შეიკავონ შემდგომი საკანონმდებლო წინადადებებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების, შესაბამისად, EU-ს წევრობის კრიტერიუმებს;
  5. ხაზგასმულია, რომ კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს, იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში, გააგრძელონ დემოკრატიული და მართლმსაჯულების რეფორმები, მჭიდრო თანამშრომლობა ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე;
  6. ასევე, ნათქვამია, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური თავისუფლება, რაც დაცული უნდა იყოს ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყანაში;
  7. მოუწოდებენ მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და შესაბამისად, გამოთქვამენ შეშფოთებას, სპეცრაზმის მიერ სადავო კანონპროექტის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების მიმართ გამოყენებული არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ცნობებს. მოუწოდებენ ხელისუფლებას, გამოიძიონ და პასუხისგებაში მისცენ ისინი, ვინც პასუხისმგებელია ძალის უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებაზე;
  8. აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი სადამკვირვებლო როლი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია ახორციელებს, არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლისთვის. მოუწოდებენ ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად;
  9. დაგმობილია ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა შთაგონებას იღებს უაღრესად საკამათო მსგავსი რუსული კანონმდებლობისგან, რომელიც მიზანმიმართულად ახდენს სამოქალაქო საზოგადოებისა და აქტივისტების დისკრიმინაციას და ასევე, გამოიყენება უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის მოწინააღმდეგეების აზრების ჩახშობას.
  10. ნათქვამია ისიც, რომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმ პირობით მიანიჭა, რომ გადაიდგმებოდა შესაბამისი ნაბიჯები, რაც კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაშია მითითებული. "ხაზს ვუსვამთ, რომ ეს რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედება და ებრძოლოს დეზინფორმაციას, რაც ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული. ეს კანონი ორივე მიზანს არღვევს";
  11. შეახსენებს საქართველოს მთავრობას მიერ მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის მიღებისას აღებულ პრინციპებისა და ღირებულებების მიმართ ერთგულების ვალდებულებას და იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდებს კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში;
  12. მოუწოდებს კომისიას, წარმოადგინოს საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციებით მითითებული 9 ნაბიჯის განხორციელებასთან დაკავშირებით.
  13. მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, შეაფასონ კანონპროექტის გავლენა ევროკავშირის, როგორც დონორის როლზე საქართველოში და ნათლად მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, თუ რა შესაძლო ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს კანონპროექტის მიღებას ევროკავშირის დაფინანსებაზე;
  14. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს თავის ევროპულ გზას, პატივი სცეს, გააძლიეროს და ხელი შეუწყოს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ძირითადად თავისუფლებას და ჭეშმარიტად ჩაერთოს პირობების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯების სრულად განხორციელებაში. რეალურად უზრუნველყოს კანდიდატის სტატუსისა და ევროკავშირში გაწევრიანების პირობების სრულად განხორციელება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან ჩართულობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით;
  15. იმეორებ ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და მათი სურვილების მიმართ, იცხოვრონ კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად სცემს პატივს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული მედიის თავისუფლად მუშაობას. ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მოტივირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებისა და დემოკრატიული ძალისხმევის აღიარების სურვილით, ისევე როგორც მის მოქალაქეებს შორის ევროკავშირში გაწევრიანების აბსოლუტური მხარდაჭერით;
  16. მოუწოდებენ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გრძელვადიანი საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიას, დააკვირდნენ ქვეყნის მომავალი საპარლამენტო არჩევნებს 2024 წლის ოქტომბერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები