02.ივლისი .2020 16:50

EBRD-ის პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი პოსტს ტოვებს

views 368
უკან

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი პრეზიდენტობის ორი ვადის დასრულების შემდეგ დაკავებულ პოსტს ტოვებს. ჩაკრაბარტმა EBRD-ის პრეზიდენტის არჩევნებში 2012 და 2016 წლებში გაიმარჯვა. 

"EBRD არის შეუცვლელი განვითარების ბანკი. განვითარების დღის წესრიგი შეცვლილია, ჩვენ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას მივყვებით, ამ გზაზე წინსვლა კი ვფიქრობთ, რომ ვერ მოხდება თუ ამაში კერძო სექტორი არ იქნა ჩართული, EBRD სწორედ ამგვარ ჩართულობას უჭერს მხარს,"- განაცხადა ჩაკრაბარტმა.

EBRD-ის ინფორმაციით, ჩაკრაბარტის პრეზიდენტობის დროს, ბანკის წამყვან პრიორიტეტად მწვანე დაფინანსება იქცა, შედეგად 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციების ნახევარი მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობისთვის დაიხარჯა. 

3 ივლისიდან, EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, იურგენ რიგტერინკი საფინანსო ინსტიტუტის დროებითი ხელმღვანელის პოსტს დაიკავებს.