მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

29%-იანი ვარდნის შემდეგ, EBRD-ი წელს უკრაინაში 1%-იან ზრდას პროგნოზირებს

646352715e4d7
BM.GE
16.05.23 15:26
516
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) უახლესი რეგიონული ეკონომიკური ანგარიშის (Regional Economic Prospects) მიხედვით, ბანკი პროგნოზირებს ევროპაში და სხვა რეგიონებში ეკონომიკური ზრდის შენელებას. მთავარი ფაქტორებია გაზის მაღალი ფასები და ფინანსირების ცვალებადი პირობები.

ბანკის პროგნოზის თანახმად, EBRD წელს უკრაინაში 1%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, 2024 წელს კი ქვეყანაში სავარაუაოდ 3%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება. 2022 წელს კი ქვეყნის ეკონომიკა 29.1%-ით შემცირდა.

რაც შეეხება, ბანკის სხვა წევრ ქვეყნებს EBRD-ის პროგნოზით, წელს წარმოების მოცულობა 2.2 პროცენტით გაიზრდება, რაც თებერვალში პროგნოზირებულ 2.3 პროცენტზე ოდნავ ნაკლებია. ინფლაციური ზეწოლის თანდათანობით შემცირების გამო, 2024 წელს 3.4 პროცენტამდე ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი (რაც თებერვალში პროგნოზირებულ 3,3 პროცენტზე მეტია).

2023 წლისთვის დაღმავალი ტენდენციის განმაპირობებელი ფაქტორებია: თებერვლის მიწისძვრების ეკონომიკური ზემოქმედება და საკრედიტო პირობების მოსალოდნელი გამკაცრება თურქეთში; დაგვიანებული რეფორმები სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში; ასევე ზრდის შენელება მოწინავე ეკონომიკის ქვეყნებში, მუდმივი ინფლაცია და დაფინანსების გამკაცრებული პირობები ცენტრალურ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

2021 წელს, რუსეთის უკრაინაში უკანონო შეჭრამდე, EBRD-ს ქვეყნების ეკონომიკები 7,2 პროცენტით გაიზარდა. 2022 წელს კი ეკონომიკური ზრდა 3,3 პროცენტამდე შემცირდა. 2022 წელი კორონავირუსის პანდემიის შემდგომი აღდგენით დაიწყო. თუმცა 2022 წლის მესამე და მეოთხე კვარტლებში უარყოფითი ზრდა დაფიქსირდა.

ეს არის მეოთხე ტექნიკური რეცესია, EBRD-ის რეგიონებისთვის 1990-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ, დანარჩენებია - 1997-1998 წლებში აზიის ქვეყნების და რუსეთის ეკონომიკური კრიზისი, 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისი და Covid-19 პანდემია.

აღსანიშნავია რომ 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კვარტალური ზრდის ადრეული შეფასებების მონაცემები წინასწარია და შესაძლოა გადაისინჯოს.

„ჩვენს ახალ ანგარიშს თავის გატანას ვუწოდებთ“, - თქვა ბეატა იავორჩიკმა, EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა. „ინფლაციას, შესაძლოა, კლების ტენდენცია ჰქონდეს, მაგრამ ის ჯერ კიდევ ორნიშნა რჩება იმ ქვეყნების სამ მეოთხედზე მეტში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენ ასევე გვაქვს უამრავი ფაქტი იმისა, რომ EBRD-ის რეგიონებში ოჯახები სიძნელეებს განიცდიან, რადგან მათ მოუწიათ ორ რეცესიასთან გამკლავება, ერთი მეორის მიყოლებით.”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები