ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2023 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. მაისში გამოქვეყნებული ანგარიშით EBRD საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელოდა, განახლებული ანგარიშით კი EBRD მოელის, რომ საქართველოში ზრდა, სავარაუდოდ, 6% იქნება.
თუმცა, სანაცვლოდ შემცირებულია 2024 წლის ზრდის პროგნოზი და ის 5.3%-ის ნაცვლად, 4.5% შეადგენს. ეს ცვლილება სავარაუდოდ, უფრო მაღალი საბაზო ეფექტიდან გამომდინარეობს. შედარებისთვის 2024 წლისთვის საქართველოს მთავრობა 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის.
EBRD-ის პროგნოზი მცირედით ნაკლებია საქართველოს მთავრობის მოლოდინზე, რომელიც 2023 წელს 6.5%-ს შეადგენს.
რეგიონის ქვეყნებისთვის EBRD-ის ზრდის პროგნოზი ასეთია:
- უკრაინა - ზრდა 1%;
- თურქეთი - ზრდა 3.5%;
- აზერბაიჯანი - ზრდა 1.5%;
- სომხეთი - ზრდა 6.5%;
- რუსეთის ფედერაცია - ზრდა 1.5%;
- ყაზახეთი - ზრდა 5%.
მთლიანად EBRD-ის რეგიონების ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა 2.4%-ს შეადგენს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით მეტია.