დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) შეაჩერა ხელშეკრულების გაფორმების პროცესი რუსულ კომპანია Метровагонмаш-თან.
გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თბილისის მეტროსთვის 44 ვაგონის შესყიდვას ითვალისწინებდა, რუსულმა კომპანია Метровагонмаш-მა გაიმარჯვა.
ხელშეკრულების მოცულობა 49.2 მილიონი ევრო (175 მილიონი ლარი) იყო.
თბილისის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ხელშეკრულების გაფორმების პროცესი EBRD-მ შეაჩერა.
საკითხთან დაკავშირებით BMG-მ EBRD-ს უკვე მიმართა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.