მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ ევროპას ვეჩხუბებით და მტრად ვაცხადებთ, თანამშრომლობის ისეთივე მასშტაბით გაგრძელება გაგვიჭირდება“ - გიორგი ბაბუნაშვილი

გიორგი ბაბუნაშვილი

„თუ ევროპას ვეჩხუბებით და მტრად ვაცხადებთ, რა თქმა უნდა თანამშრომლობის ისეთივე მასშტაბით გაგრძელება გაგვიჭირდება“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ურბანული ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა, გიორგი ბაბუნაშვილმა BM.GE-სთან მეტროს განვითარების პერსპექტივებსა და საფრთხეებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ქართული ბაზარი მნიშვნელოვნადაა საერთაშორისო ექსპერტიზასა თუ ფინანსურ დახმარებაზე დამოკიდებული, შესაბამისად, მათთან თანამშრომლობის შეწყვეტა, მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება.

„მეტროს მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი 55, 6 მლნ ევროდან, 50,6 მლნ ევრო არის EBRD-ის კრედიტი, ხოლო 5 მლნ არის გრანტი. თუ ჩვენ ევროპას და დასავლეთს ვეჩხუბებით, მტრად ვაცხადებთ, რა თქმა უნდა ამ თანამშრომლობის გაგრძელება ისეთივე მასშტაბით სავარაუდოდ გაგვიჭირდება.

ჩვენ ძალიან ვართ საერთაშორისო ექსპერტიზაზე და დახმარებაზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა, დახმარება არ არის მხოლოდ ევროპული ფონდებიდან, ასევე აზიური ფონდებიც აქტიურად არიან ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ჩართული. მაგალითად, აზიის განვითარების ბანკი, რომლის საშუალებითაც, სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა. პროექტის ღირებულება კი, 82 მლნ ლარი იყო.

თუმცა, მთლიანად, რომ ჩვენს ევროპულ ინსტიტუტებთან კოოპერაცია ჩავხსნათ, რა თქმა უნდა გაგვიჭირდება. ეს არ არის მარტო კრედიტი, ეს არის ექსპერტული დახმარებები, რომელთა დახმარებითაც კადრების გადამზადება და პროექტებზე თანამშრომლობა ხდება“,- აცხადებს ბაბუნაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები