EducationUSA-ის ქსელის მონაცემებით, აშშ-ში დღეის მდგომარეობით სწავლას საქართველოს 600-მდე მოქალაქე აგრძელებს. აქედან 60% საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია, მათი 47-48% რეგიონებიდან წასული მოსწავლეები არიან. ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” EducationUSA-ის ქსელის კონსულტანტმა, დალი ხომერიკმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წელს, ქართველებმა, აშშ-ში სწავლის გაგრძელების კუთხით, 4 მილიონ დოლარზე მეტის დაფინანსება მოიპოვეს.
“ქართველი სტუდენტების სტატისტიკა სტაბილურად მზარდია, შესაბამისად, წელსაც აშშ-ში სწავლას დაახლოებით 600-650 სტუდენტი გააგრძელებს. შესაძლოა, ეს მაღალი მაჩვენებელი არაა, თუმცა თუკი რეგიონის ქვეყნებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს და ის მიმზიდველობა, რომელიც ქართველ სტუდენტებს ამერიკული უნივერსიტეტების მხრიდან აქვთ, წლების განმავლობაში ნარჩუნდება. ამას კი ჩვენც ვუწყობთ ხელს, რადგან მუდმივად დავდივართ კონფერენციაზე, მონაწილეობას ვიღებთ ფორუმებში და წარვადგენთ ჩვენივე მოსწავლეებისა თუ სტუდენტების ძლიერ მხარეებს,” - განაცხადა დალი ხომერიკმა.
EducationUSA-ის ქსელის კონსულტანტმა ასევე იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომლებიც საქართველოს განათლების სისტემამ, პირველ რიგში უნდა გამოასწოროს. მათ შორის უმთავრესი ინგლისური ენის კუთხით სწავლების გაძლიერებაა.
“ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების სხვადასხვა ტიპის პროექტში ჩართვა იმისათვის, რომ გამოყენებითი განათლება, კვლევები და აკადემიურობის დონე გაიზარდოს”, - ამბობს ხომერიკი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი