მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეგზიტპოლის მიხედვით, აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ალიევის პარტია ლიდერობს

5e41067f8fead
ნათია თაქთაქიშვილი
10.02.20 11:45
763
ამერიკულმა კომპანია AJF & Associates-მა ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ილჰამ ალიევის პარტიამ „ახალი აზერბაიჯანი“ 125 მანდატიდან - 69, დამოუკიდებელმა კანდიდატებმა კი, 41 მანდატი მოიპოვეს.

შეგახსენებთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 9 თებერვალს ჩატარდა.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკუთარი არჩევანი  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც დააფიქსირა.

არჩევნები 5573 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა. ქვეყანაში დარეგისტრირებული იყო 5.3 მილიონი ამომრჩეველი. მინი მეჯლისის 125 მანდატისთვის 1314 კანდიდატი იბრძოდა. არჩევნებს  77 ათასი ადგილობრივი და 850-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა.