მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ ახალი დირექტორი ჰყავს

62a9ec9300809
თელარა გელანტია
15.06.22 18:27
1188
სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ („ეიპიემ ტერმინალს ფოთის“) გენერალური დირექტორის პოზიციაზე ხულიან ფერნანდესი დაინიშნა.

ხულიან ფერნანდესი „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გუნდს 2020 წლის თებერვალში შეუერთდა ფინანსური დირექტორისა და გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს წინა პოზიციაზე დაგროვილი გამოცდილება, როგორც „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ უფროსი მენეჯმენტის გუნდის წევრი, იქნება უზარმაზარი სარგებელი კომპანიის შემდგომი ზრდისთვის. კომპანიის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, ხალხის გაძლიერება, დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობა, ასევე ახალი ინვესტიციებისა და გაფართოების გეგმების განხორციელება ფოთში, რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, ჩემი დღის წესრიგის პრიორიტეტს წარმოადგენს“, - აცხადებს ფერნანდესი.

კომპანია „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ დირექტორი ამ დრომდე კელდ მოსგაარდ ქრისტენსენი იყო.