მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეიპიემ ტერმინალსში" იმედოვნებენ, რომ მთავრობა ღრმაწყლოვან პორტზე განაცხადს დაუკმაყოფილებს

5e439ee5eac47
თელარა გელანტია
12.02.20 10:43
1057
“ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ განცხადებით, კომპანიამ ოფიციალურად განაახლა ნავსადგურის გაფართოების პროექტის ფარგლებში საჭირო ნებართვების მიღების პროცესი.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ხელახლა დაიწყო საჭირო ნებართვების მიღების პროცესი, ფოთში ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის აშენების მტკიცე განზრახვით”.

კერძოდ, 2020 წლის 11 თებერვალს, “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” მიმართა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად, ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის, რაც წარმოადგენს სამშენებლო ნებართვის მიღების ოფიციალური სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს.

„მიწათსარგებლობის ნებართვაზე განაცხადის წარდგენით, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენს მზაობას, წავისიოთ წინ. აღნიშნული ნებართვის მიღება გახლავთ აუცილებელი წინაპირობა, რათა ღრმაწყლოვანი ნავსადგური, როგორც დაგეგმილია, ექსპლუატაციაში შევიდეს 2022 წლის მეორე კვარტალში.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილდება და უახლოეს მომავალში შევძლებთ 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელების დაწყებას და ჩვენი საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით, საქართველოში მეტად საჭირო ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენებას და შემდგომ წარმატებით მართვას“ - აცხადებს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური დირექტორი კელდ მოსგაარდ ქრისტენსენი.