მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეისითის" ახალი პლატფორმა - ონლაინ კონსულტაციები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

5e9818cb965f8
BM.GE
16.04.20 12:31
933
ანალიზისა და სტრატეგიული კონსულტაციის კომპანიამ „ეისითი“, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ახალი სტრატეგიული საკონსულტაციო პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE შექმნა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს სხვადასხვა მიმართულებით ონლაინ კონსულტირების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

კომპანიის ინფორმაციით, COVID-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი რეალობა მცირე და საშუალო ბიზნესს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლადს ხდის. არსებულ კრიზისში, სწორედ ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში მათ მხარდაჭერას და გაძლიერებას ისახავს მიზნად ახალი პლატფორმა, სადაც „ეისითი“-ს, მისი შვილობილი და პარტნიორი კომპანიების გამოცდილი კონსულტანტები კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევენ საკუთარი პროფილის შესაბამისად.

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ ისარგებლონ 2 უფასო საკონსულტაციო საათით ნებისმიერი მიმართულებით. თუმცა, პლატფორმა საშუალებას იძლევა კომპანიებმა, საჭიროების შემთხვევაში, განაგრძონ კონულტაციების მიღება შექმნილი ვითარების გათვალისწინებით დადგენილი უპრეცედენტოდ შეღავათიანი ტარიფით.

ახალ პლატფორმაზე ონლაინ კონსულტაციების მიღება შეიძლება შემდეგი მიმართულებებით:

 ბიზნესის განვითარების სტრატეგია;
 ზოგადი მენეჯმენტი;
 ლიდერობა და ორგანიზაციული განვითარება;
 კრიზისის მენეჯმენტი;
 იურიდიული კონსულტაცია;
 ბიზნეს- ქოუჩინგი (ინდივიდუალური & გუნდური);
 კრიზისული კომუნიკაცია;
 სტრატეგიული HR-ი და თანამშრომელთა მოტივაცია;
 სტრატეგიული მარკეტინგი და კომუნიკაციები;
 IT ინფრასტრუქტურის გამართვა;
 ოფისებისა და ქოლ-ცენტრების დისტანციური მართვა;
 კიბერუსაფრთხოება;
 სხვა ბიზნეს მიმართულებები.

ვებ-პლატფორმით კონსულტაციების მიღება მარტივადაა შესაძლებელი act-strategist.ge-ზე კონსულტანტის, საკონსულტაციო მიმართულების არჩევისა და შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ. პლატფორმა 2020 წლის 6 აპრილიდან ფუნქციონირებს და მისი საშუალებით კონსულტაცია სხვადასხვა მიმართულებით უკვე 10-მდე კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

გლობალური კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია „ეისითი“ 15 წელზე მეტია კვლევით და საკონსულტაციო ბაზარზეა წარმოდგენილი. მისი ოფისები აზერბაიჯანში 2010 წლიდან, ყაზახეთში კი - 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 20-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს როგორც ბიზნესის, ასევე განვითარების პროექტების მიმართულებით.