მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს

61b22ca3f035e
თამთა ჯიჯავაძე
09.12.21 20:18
1188

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ განაცხადა. 

მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გამოსვლისას სამედიცინო სექტორს და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. 

"ჩემთვის ჯანდაცვის მინისტრობა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. განვლილ პერიოდში ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გადაგვედგა ღირსეული და სწორი ნაბიჯები და ყველა ჩვენი ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო მხოლოდ ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება და რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა და მოქმედების სამიზნე იყო პანდემიასთან ბრძოლა, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც როგორც სოციალურ, ასევე ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების კუთხით აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი მიღწევა", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ის "ქართულ ოცნებაში", პოლიტსაბჭოში გააგრძელებს მუშაობას.