მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე WHO-ს წარმომადგენლის რეკომენდაციას პასუხობს

6059e1af7a2c0
თათია ჩაფიჩაძე
23.03.21 16:47
677
WHO-ს წარმომადგენელი დღეს ახალციხელი ექთნის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. „ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა - ანაფილაქსიის შესამცირებლად ვაქცინაცია უნდა კეთდებოდეს გარემოში, სადაც მედიკოსები არიან და საჭირო მედიკამენტები ხელმისაწვდომია“, - თქვა WHO-ს წარმომადგენელმა სუმია სვამინათანმა თემის კომენტირებისას.

თავის მხრივ, WHO-ს წარმომადგენელის კომენტარს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. ის ამბობს, რომ დამატებითი ვალდებულებების არარსებობის მიუხედავად, საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრებს მხოლოდ გადამზადებულ კლინიკებში აკეთებენ.

„მე არაერთხელ განვმარტე, რომ მსგავსი რეკომენდაცია „ასტრაზენეკასთან“ მიმართებით არ ყოფილა და ჩვენ ვაკვირდებით, რომ სხვადასხვა ქვეყნებში კათედრალებსა და სპორტულ დარბაზებში იმართება ვაქცინაციის პროცესი და „ასტრაზენეკას“ არ ჰქონია არანაირი საფრთხე და ჩვენება იმისი, რომ აუცილებელი იყო მათი ჰოსპიტლებში ჩატარება, თუმცა მიუხედავად ამისა, ის კლინიკები, რომელიც დღემდე იყოს ჩართული, ჰოსპიტალურ დაწესებულებებს წარმოადგენდნენ.

იცით, რომ გავამკაცრეთ რეგულაციები და ის სამომავლო გეგმა, რომელიც გვქონდა და იგეგმებოდა ამბულატორიულ დონეზე ვაქცინაციის გაშლა, მათ (ჯანმოს) რეკომენდაციამდე შევცვალეთ“, - განაცხადა ტიკარაძემ საჩხერის საავადმყოფოში აცრის შემდეგ.

ცნობისთვის: დღეს ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.