მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის აღდგენაში მშენებლობას უარყოფით წვლილი ჰქონდა - "თიბისი კაპიტალი"

61c99e8f1ad46
ვიქტორია მღებრიშვილი
27.12.21 22:10
509
ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში მშენებლობას, დაბალი სახელმწიფო კაპიტალური დანახარჯების გამო, უარყოფითი წვლილი ჰქონდა - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეული განახლებაშია ნათქვამი.

მათივე შეფასებით, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა თითქმის ყველა დანარჩენი ძირითადი სექტორით იყო განპირობებული.

„გასულ კვირას 2021 წლის მშპ-ის მესამე კვარტლის მონაცემები და ნოემბრის ფასების სხვადასხვა ინდექსი გამოქვეყნდა. ზრდის მხრივ, ყოველთვიურ შეფასებებთან შედარებით მატერიალური გადახედვა არ მომხდარა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს 2021 წლის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. სწრაფი აღდგენა თითქმის ყველა ძირითადმა სექტორმა განაპირობა, თუმცა მშენებლობას მნიშვნელოვანი უარყოფითი წვლილი ჰქონდა. აღნიშნული ძირითადად დაბალი სახელმწიფო კაპიტალური დანახარჯების შედეგი იყო, რომელიც მშენებლობის სექტორის დეფლატორით შესწორების შემდეგ, რეალურ მაჩვენებლებში წ/წ 44.2%-ით შემცირდა“, - წერია მთავარი ეკონომისტის აღდგენის განახლებაში.

"თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ გასულ კვირას ნოემბრის ვაჭრობის დეტალური მონაცემებით, მოლოდინის მიხედვით თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, ამ ეტაპზე შესაბამისი კავშირი არ იკვეთება. კერძოდ, თურქული იმპორტისა და გზავნილების წილი დაახლოებით იმავე დონეზეა, ხოლო ექსპორტისა და ტურისტული შემოსავლების წილი გაიზარდა კიდეც.