მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრი „ბორჯომის“ თემაზე პირველ კომენტარს აკეთებს

62721fc940933
თელარა გელანტია
04.05.22 10:39
3198
„ჩვენი ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები“, - ასე უპასუხა დღეს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა კითხვას, რომელიც კომპანია „ბორჯომის“ თემაზე პრემიერის მიერ დაანონსებულ „სასიამოვნო სიახლეს“ შეეხებოდა.

ლევან დავითაშვილის თქმით, საკითხი კომპლექსურია, ამიტომ დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, მაგრამ მინისტრი ირწმუნება, რომ მთავრობა ცდილობს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დაეხმარება როგორც ქართულ „ბორჯომს“ და იქ დასაქმებულების ინტერესებს, ისე შეთანხმებული იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან.

"ვმუშაობთ პირველი დღიდან, მას შემდეგ, რაც რამდენიმე მარგეულირებლის მიერ „ბორჯომის“ დამფუძნებელი კომპანიის რამდენიმე აქციონერი სანქცირებულია. ეს პროცესი არის კომპლექსიური, რადგან საქართველო არის საერთაშორისო გადაწყვეტილებების და საერთაშორისო საფინანსო და ეკონომიკური სანქციების ნაწილი, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები.

შესაბამისად, პროცესში ვმონაწილეობთ პირველი დღიდან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პროცესის მხარე არ ვართ მხოლოდ ჩვენ და არიან სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი უწყებები, დეტალებზე გაუთქმელობის შეთანხმება გვაქვს, დავინაიდან იურიდიული პროცესია, დეტალებს ვერ გავასაჯაროებთ პარტნიორების გარეშე, ამიტომ უფრო მეტ ინფორმაციას ვერ გიზიარებთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კონკრეტულად ჩვენი სამინისტრო და მთავრობა არის ჩართული მოლაპარაკების პროცესში.

ამ შემთხვევაში ჩვენ ვაზუსტებთ იურიდიულ დეტალებს, რათა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დაეხმარება ერთი მხრივ, ქართულ „ბორჯომს“ და მათ შორის დასაქმებულების ინტერესებს და მეორე მხრივ, შეთანხმებული იქნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „აიდიეს ბორჯომის“ საბანკო ანგარიშები 15 მარტს, კომპანიის ერთ-ერთი მეწილის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის გამო გაიყინა, რის შესახებაც საჯარო უწყებებს ეცნობათ. 29 აპრილს კი კომპანიამ „ბორჯომის“ ორივე ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ ქარხნები გაყინულ ანგარიშებზე ხელმისაწვდომობის აღდგენისთანავე ამოქმედდება, კომპანიაში დასაქმებულ 1 000-მდე ადამიანს კი სამუშაო ადგილი და ხელფასები შეუნარჩუნდებოდათ. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ბორჯომის“ ქარხანასთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლის შესახებ დააანონსა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ბორჯომის“ ქარხანასთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლის შესახებ დააანონსა.