მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრი საშმენებლო ბიზნესს ადგილობრივი სამშენებლო მასალების ძენისკენ მოუწოდებს

5f59c7f19ad32
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.20 15:05
338
ეკონომიკისა და მდგრადო განვითარების მინისტრის სამშენებლო ბიზნესებს ადგილობრივი სამშენებლო მასალების წარმოებისკე მოუწოდებს. ამის შესახებ მან კომპანია „ჯეოსტოუნის“ მარმარილოსა და ბაზალტის გადამამუშავებელ საწარმოში ვიზიტისას განაცხადა.

„მინდა ყველას მოვუწოდო, სამშენებლო ბიზნესს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ქართული წარმოების საშენ მასალას, ქართულ მარმარილოს, ბაზალტს და სხვა ქართულ პროდუქციას, შეიძინონ ადგილობრივი მასალა და არა იმპორტირებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

უწყების ინფორმაციით, კომპანია „ჯეოსტოუნი“ სასარგებლო მინერალებისა და ბუნებრივი ქვების მოპოვების სექტორში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ბუნებრივი ქვის მოპოვებაზე, წარმოებაზე, დამუშავებასა და ტრანსპოტირებაზეა სპეციალიზირებული. კომპანია ასევე ფლობს ბაზალტისა და კირქვის კარიერებს, საიდანაც მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს.

კომპანიაში თითქმის 8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე დასაქმებულია 24 ადამიანი.

„მნიშვნელოვანია, რომ ქართული მარმარილო, რომელიც მოიპოვება ლოპოტაზე და გადამუშავდება კომპანია „ჯეოსტოუნის“ მიერ, არამხოლოდ ქართულ ბაზარს მიეწოდება, არამედ ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრალია და ჩინეთი, სადაც ქართული მარმარილო კონკურენტულია. მინდა მოვუწოდო ყველას საქართველოში, პირველ რიგში, სამშენებლო ბიზნესს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ქართული წარმოების საშენ მასალას, ქართულ მარმარილოს, ბაზალტს, სხვა ქართულ პროდუქციას და შეიძინონ ადგილობრივი მასალა და არა იმპორტირებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.