მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტრო მისამართს იცვლის

625d31463c2a2
BM.GE
18.04.22 13:41
2885
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნეს სახლის პროექტი წარადგინა. პროექტის კარკასის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდა, თუმცა ამ დროისთვის მთავრობა პროექტით უკვე აღარ იყო დაინტერესებული, რის გამოც 2020 წლის აგვისტოში მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლითაც პროექტი საპარტნიორო ფონდს გადაეცა. თავად ფონდი ამ ადგილით ახალი ინვესტორების დაინტერესებას და მოზიდვას გეგმავდა, თუმცა არც ეს პროექტი განხორციელდა.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო ახალ შენობაში გადავა. BMG-ის სამინისტროში განუცხადეს, რომ საუბარია სწორედ იმ ნაგებობაზე, რომლის მშენებლობაც “ბიზნესის სახლის” პროექტისთვის დაიწყო.

თავად ეკონომიკის სამინისტროს შენობა, რომელიც ჭანტურიას ქუჩაზე მდებარეობდა, 2015 წელს 9.5 მილიონად გაიყიდა, მას შემდეგ სამინისტრო სხვადასხვა შენობაში იყო განთავსებული, ამჟამად კი ის იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე, ყოფილი ენერგეტიკის სამინისტროს ფლიგელებში არის განთავსებული.

ბიზნეს სახლის ტერიტორია 25,873 კვადრატული მეტრისგან შედგება.

უცნობია, როდის დაუბრუნებს "საპარტნიორო ფონდი" ამ ობიექტს კვლავ მთავრობას და ეკონომიკის სამინისტროს. ასევე უცნობია რამდენი მილიონი ლარი დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს ამ ტერიტორიის რემონტი.