მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტრომ CFD-მექანიზმით პირველი აუქციონი გამოაცხადა - დეტალები

63e656f05061a
ინგა მურუსიძე
10.02.23 18:32
1827
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილების შესაბამისად, სიმძლავრის აუქციონი გამოაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

აუქციონი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

• ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) - 150 მგვტ;
• ქარის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;
• მზის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;
• სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.

დეტალური ინფორმაცია სიმძლავრის აუქციონის შესახებ განთავსებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე - www.economy.ge.